გიორგი ლიფონავას 2011 წლის ქართული კომედიური ფილმი.
siuJeti
ფილმი შედგება 5 ნოველისგან.
პირველი ნოველის მთავარი გმირი ახალდაქორწინებული წყვილია. მათ პირველი ღამე ძვირადღირებულ სასტუმროში უნდა გაატარონ. თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ეს გმირებს წარმოუდგენიათ. მეორე ნოველაში ახალგაზრდა წყვილი ერთ-ერთის მშობლებთან გადადის საცხოვრებლად. მათი პრობლემებიც აქედან იწყება. მესამე ნოველაში სამი ცოლიანი მამაკაცი კიკეთში მეძავებთან ერთად წასვლას და გართობას გადაწყვეტს, თან კი ერთ-ერთი მეგობრის მეუღლის მიერ მომზადებულ ნიყვს წაიღებენ. მეოთხე ნოველაში მართლმადიდებელი ცოლ-ქმარი ცდილობს შეინახოს მარხვა: თავი შეიკავოს გარკვეულ საკვებისა და სექსისაგან. ბოლო ნოველაში კი ეჭვიანი ქმარი, რომელიც სამი წლით პარიზში მიემგზავრება, გადაწყვეტს ხელოვნური საქალწულე აპკის მეშვეობით აირიდოს თავიდან მეუღლის ღალატი.
rolebSi
ვანო თარხნიშვილი
ნელი აგირბა
დიმიტრი ტატიშვილი
გია ცინაძე
თემიკო ჭიჭინაძე
ეკა ამირეჯიბი
ანი ტყებუჩავა
ლევან ყოჩიაშვილი
სალომე კოკუაშვილი
ნიკა წერედიანი
სოფო სებისკვერაძე
შორენა ბეგაშვილი
გიორგი ყველაშვილი
პალიკო ნოზაძე
ეკა ქართველიშვილი
გიორგი ვარდოსანიძე
ქეთი ჩაჩუა
თიკო ბედიანაშვილი
ქეთი კანტიძე
Sesaxeb
ფილმის შესახებ რეაქცია განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. ის გამოსვლისთანავე აქტიურად განიხილებოდა ქართულ ბლოგოსფეროში. კინომცოდნეებმა გოგი გვახარიამ და ნინია კაკაბაძემ ფილმს მოსაწყენი უწოდეს. ფილოსოფოსებმა გიგი თევზაძემ და გიგა ზედანიამ კი ის აღწერეს, როგორც კარგი კომედია.